ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი სარდალაშვილი, გიორგი თუთაშვილი
Aa
Aa

სარდალაშვილი ფინალშია - ორი მედლის შანსი თბილისის გრანდ სლემზე

თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 60 კგ. წონით კატეგორიაში 19 წლის გიორგი სარდალაშვილი ფინალში გავიდა. მან 1/4-ფინალში ყაზახი შამშადინი ორი ვაზარით დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ დილშოტ ხალმატოვს დამატებით დროში ვაზარით აჯობა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ამავე წონაში, 1/4-ფინალურ ეტაპზე ლუხუმ ჩხვიმიანი ყაზახ სეილხანთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ე.წ. რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

      66 კგ. წონით კატეგორიაში პირველმა ნომერმა ვაჟა მარგველაშვილმა ტურნირის საწყისი ორი შეხვედრა მოიგო, 1/4-ფინალში ყაზახი ყირგიზბაევს შიდოებით სძლია და 1/2-ფინალში ყირგიზ აიბეკ ულუსთან ვაზარით დამარცხდა. მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

      66 კგ. წონითი კატეგორიის 1/4-ფინალურ სტადიაზე გიორგი თუთაშვილი ყირგიზ აიბეკ ულუსთან ვაზარით დამარცხდა, ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, თუმცა ყაზახ ყირგიზბაევთან დაპირისპირება დათმო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.

      თბილისის გრანდ სლემის პირველი დღე ქართველი ქალი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა, ყველა მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა.

      ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები