ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

თოფურია მახაჩევზე: დივიზიონი შიშის გამო დატოვა

ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევზე ილაპარაკა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც მისი აზრით, ის მსუბუქი დივიზიონიდან წავიდა.

„ვფიქრობ, ისლამი ფსიქოლოგიურად გატყდა. გულის სიღრმეში ის ხვდება, რომ დივიზიონი შიშის გამო დატოვა. თუ ეს მართლა ასეა, ეს მის ფსიქიკას სარგებელს ვერ მოუტანს. ამ გადაწყვეტილებას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. წარმოიდგინეთ, მე რომ ქვემსუბუქი წონიდან მაქს ჰოლოუეის დამარცხების გარეშე წავსულიყავი. წარმოიდგინეთ, ღირსეული პრეტენდენტი რომ დამეიგნორებინა, რომელმაც არა მხოლოდ გაწმინდა დივიზიონი, არამედ ფანებს შორის უდიდესი პოპულარობა მოიპოვა“, - თქვა „ელ-მატადორმა“.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რამდენიმე თვის წინ, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადავიდა, სადაც სატიტულო ჩხუბს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს.

თავის მხრივ, მახაჩევმა მსუბუქი წონიდან ქვესაშუალო წონით დივიზიონში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე მას საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენასთან მოუწევს, რომელმაც ტიტული რამდენიმე კვირის წინ, ისლამის ახლო მეგობრის, ბელალ მუჰამადის დამარცხების შედეგად მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პატიოსანი და ღირსეული ბიჭია“ - ჩიმაევმა თოფურიაზე ილაპარაკა
„პატიოსანი და ღირსეული ბიჭია“ - ჩიმაევმა თოფურიაზე ილაპარაკა