„რატომაც არა?“ - თოფურიამ ქვესაშუალო წონაში ასვლაზე ილაპარაკა
ილია თოფურიამ ქვესაშუალო წონით დივიზიონში გადასვლის შესაძლებლობაზე ილაპარაკა.
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რამდენიმე თვის წინ, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადავიდა, სადაც სატიტულო ჩხუბს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს.
„ქვესაშუალო წონა? რა თქმა უნდა, რატომაც არა? თუ ფანები მოისურვებენ ჩემი ჩხუბი იხილონ ამ წონაში და ეს ჩემპიონთან იქნება, რატომაც არა? მე ხალხის გასართობად ვიბრძვი, მაგრამ ამასთან მოტივაციაც მჭირდება - გამოწვევა უნდა იყოს. თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება, მზად ვიქნები“, - თქვა „ელ მატადორმა“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას დაპირისპირება ლას-ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.