ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშო
Aa
Aa

უარყოფითი ბალანსი გაინაღდა - ტოჩის მე-8 მარცხი ჰარუ ბაშოზე

ჰარუ ბაშოზე, ტოჩინოშინმა ჯურიოს დივიზიონში მე-11 შეხვედრა მე-6 ჯურიო დაიამამისთან გამართა და სამწუხაროდ, იორიკირით დამარცხდა, რითაც ბაშოზე უარყოფითი ბალანსი გაინაღდა.

შეხვედრის სტარტზე ლევანს კარგი ტაჩიაი ჰქონდა, თუმცა მიმდინარეობისას აშკარად იჩინა თავი გუშინ მიღებულმა მხრის ტრავმამ და ფაქტობრივად, ქართველ სუმოისტს ცალი ხელით მოუწია ბრძოლა. შედეგად, დაიამამის ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა არ გასჭირვებია.

შესაბამისად, ლევან გორგაძემ მარტის სუპერტურნირზე მე-8 მარცხი ჩაიწერა 3 გამარჯვების წილად, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს და მომდევნო ტურნირისთვისაც რეიტინგში დაქვეითდება, რაც მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნების შანსებსაც საგრძნობლად გაართულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წააგო სუმოტორთან, რომელსაც მოგება არ ჰქონდა | ტოჩინოშინის მე-6 მარცხი
წააგო სუმოტორთან, რომელსაც მოგება არ ჰქონდა | ტოჩინოშინის მე-6 მარცხი