ევრო 2024-ის შესარჩევი: საქართველომ ლიეტუვა დაამარცხა
Aa
Aa

ევრო 2024-ის შესარჩევი: საქართველომ ლიეტუვა დაამარცხა

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ჯგუფში საქართველოს ნაკრები უნგრეთთან, შვეიცარიასთან და ლიეტუვასთან ერთად იმყოფება. დღეს, ქართველმა ხელბურთელებმა ლიეტუვას უმასპინძლეს და 32:18 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ორივე ტაიმში აჯობა და პირველ ნახევარში 16:7, ხოლო მეორეში 16:11 მოუგო.

ამ მომენტისთვის ჯგუფს 4-4 ქულით უნგრეთი და შვეიცარია ლიდერობენ. საქართველო 2 ქულით მესამეა. ლიეტუვას კი 0 ქულა აქვს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა გერმანიაში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 მარტს (18:00), სტუმრად ლიეტუველთა წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა: “საქართველოს მომავალი ევროპაშია“
ხვიჩა: “საქართველოს მომავალი ევროპაშია“