გოგა ბითაძე, იანის ანტეტოკოუნმპო, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, ბრუკ ლოპესი, კოულ ენტონი, ბობი პორტისი
Aa
Aa

გოგას საუკეთესო მატჩი ორლანდოში | ჩატენვები და 5 მოხსნა მეტოქის ფარზე

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ ახალი გუნდის, „ორლანდო მეჯიქის“ მაისურით საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ცენტრი „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოირჩა, რომელიც მისმა გუნდმა 123:134 წააგო.

გოგამ პარკეტზე 20 წუთი და 16 წამი გაატარა და აქტივში 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ბითაძემ 9-დან 6 ბურთი ჩააგდო, 1 სამქულიანი გააცუდა, 5 მოხსნა კი მეტოქის ფარზე ჰქონდა. გოგას პასივში 3 პერსონალური ფოლია.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო კოულ ენტონი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ფრანც ვაგნერმა 21 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, პაოლო ბანკერომ კი მატჩი 20 ქულით დაასრულა. „მილუოკის“ იანის ანტეტოკოუნმპო არ ჰყავდა და გუნდს ბრუკ ლოპესმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა გააკეთა. კრის მიდლტონსა და ჯევონ კარტერს 24-24 ქულა ჰქონდათ, ხოლო ბობი პორტისის ანგარიშზე 16 ქულა და 11 მოხსნაა.

ცნობისთვის, „მეჯიქი“ 39-ედ დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. „ორლანდოს“ პლეი ინის ზონამდე 4 მოგება აშორებს და პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „იუტა ჯაზია“, რომელსაც 10 მარტს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ჩვენი გზა ევროპაშია“ - ქართველი სპორტსმენები რუსული კანონის წინააღმდეგ
    „ჩვენი გზა ევროპაშია“ - ქართველი სპორტსმენები რუსული კანონის წინააღმდეგ