გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

ცხოვრებაძე ნაკრებში კარგ ფორმაში მოდის - ექვსი ბურთი ლემგოს კარში

გერმანიის სახელბურთო ჩემპიონატის XXVIII ტურში „გუმერსბახი“, სადაც გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, სტუმრად „ლემგოსთან“ 9-ბურთიანი სხვაობით, 26:35 დამარცხდა, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი გიორგის მიუძღვის, რადგან ის თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

თავდაპირველად სტუმრები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და იყო მატჩის მონაკვეთი, როდესაც მასპინძლებს ოთხბურთიანი სხვაობითაც ამარცხებდნენ, თუმცა საბოლოოდ სადავეები ხელიდან გაუშვეს და ისეთი მარცხი იწვნიეს, რომელმაც „გუმერსბახს“ ალბათ ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების უკანასკნელი იმედებიც კი გადაუწურა. რაც შეეხება ცხოვრებაძეს, მან თავი 6 გოლით გამოიჩინა.

ახლა საკლუბო ხელბურთში მცირე შესვენება გამოცხადდება და გიორგი ცხოვრებაძეც საქართველოს ნაკრებს შემოუერთდება, რომელიც თუ 8 მაისს „თბილისი არენას“ დარბაზში ბერძნებს დაამარცხებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგზური თითქმის მოპოვებულია - ხელბურთელებმა ბოსნია სტუმრადაც დაამარცხეს
საგზური თითქმის მოპოვებულია - ხელბურთელებმა ბოსნია სტუმრადაც დაამარცხეს