მარკოს თოდუა
Aa
Aa

ვინ არის მარკოს თოდუა - ატლეტიკოს აკადემიიდან საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ერევანში უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ჩიტაურის გუნდი, 8-12 მაისს, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე - ლატვიას, უზბეკეთს და მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდება.

გუნდში 25 ფეხბურთელია გამოძახებული, მათგან ერთადერთი ლეგიონერი მარკოს თოდუაა, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოს“ წარმოადგენს და რომელზეც ამ სტატიაში მეტს მოგიყვებით.

მარკოს თოდუა (სრული სახელი - მარკო ზორან ივაჩკოვიჩ თოდუა) 2012 წლის 7 ივნისს მადრიდში დაიბადა. მას ესპანეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა სერბეთის სახელით ასპარეზობაც შეუძლია.

თოდუამ ფეხბურთის თამაში „მირამადრიდის კოლეჯში“ დაიწყო, „ატლეტიკოს“ აკადემიაში კი 2023 წელს მოხვდა.

2024 წელს მისმა გუნდმა ლა ლიგის ყოველწლიური ტურნირი LALIGA FC FUTURES მოიგო, სადაც „როხიბლანკოსმა“ ფინალში ვილიარეალს აჯობა. თოდუა 6 გოლით ტურნირის თანაბომბარდირი გახდა, „ატლეტიკოს“ გარდა კი შეჯიბრში  რეალის, ბარსელონას, სევილიას, ბეტისის, ვილიარეალის და ფლამენგოს ასაკობრივი გუნდებიც მონაწილეობდნენ.

თოდუამ მიმდინარე სეზონში მან მადრიდელთა 14-წლამდელების გუნდში 20 მატჩი ჩაატარა (12 ძირითადში, 8 შეცვლაზე) და 7 გოლი გაიტანა.

უეფას განვითარების თასზე საქართელოს 15-წლამდელები პირველ მატჩს უკვე ხვალ გამართავენ, მეტოქე კი ლატვიის ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაღალი IQ - რატომ არის ნიკოლაიშვილი ბუნდესლიგისთვის იდეალური ტალანტი
მაღალი IQ - რატომ არის ნიკოლაიშვილი ბუნდესლიგისთვის იდეალური ტალანტი