თეიმურაზ ორჯონიკიძე
Aa
Aa

კაპიტნის 5 გოლი სანაკრებო მატჩამდე - ორჯონიკიძის კარგი თამაში

8 მაისს, საბერძნეთთან გასამართ უპრინციპულეს შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ხელბურთელების უმეტესობა არაჩვეულებრივ ფორმაშია, რაც ბუნებრივია ისედაც იმედიანი განწყობის ფონზე, კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. გერმანიის ბუნდესლიგაში გიორგი ცხოვრებაძის მორიგი კარგი მატჩის შემდეგ, მას მხარი ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის კაპიტანმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ აუბა და ქომაგებს თავი შედეგიანი ასპარეზობით დაამახსოვრა.

ჩრდილოეთ მაკედონიის სახელბურთო ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მორიგი ტურის შეხვედრაში „ოჰრიდი“, სადაც 29 წლის ქართველი ხელბურთელი თამაშობს, საკუთარ დარბაზში „სკოპიე ბუტელთან“ ორბურთიანი სხვაობით, 29:31 დამარცხდა. მასპინძლების შემადგენლობაში კი ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ ორჯონიკიძე გახლდათ, რომელმაც თავი 5 გოლით გამოიჩინა. ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გამართული ექვსი მატჩის შემდეგ „ოჰრიდს“ 5 ქულა აქვს და ლიდერ „ევროფარმ პელისტერს“ 8 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი არენას“ დარბაზში საქართველო-საბერძნეთის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უმნიშვნელოვანესია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ მოხვდება. თამაში 17:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგზური თითქმის მოპოვებულია - ხელბურთელებმა ბოსნია სტუმრადაც დაამარცხეს
საგზური თითქმის მოპოვებულია - ხელბურთელებმა ბოსნია სტუმრადაც დაამარცხეს