ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლების პროგნოზი - „ბრაის მიტჩელი ილია თოფურიას დაამარცხებს“

10 დეკემბერს, ძალიან საინტერესო ჩხუბი გველოდება და ილია თოფურია ბრაის მიტჩელს დაუპირისპირდება. ორივე მებრძოლი წაგების გარეშეა და MMA-ის გულშემატკივრები მათ შეხვედრას მოუთმენლად ელიან. ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე, UFC-ის ცნობილმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირებს და საინტერესოა, რომ მათი უმრავლესობა მიტჩელის გამარჯვებას ვარაუდობს.

სტივენ ტომპსონი: „ჩემი აზრით, ბრაის მიტჩელი გაიმარჯვებს. მას კარგი გრეპლინგი აქვს, მის წინააღმდეგ ჭიდაობა რთულია და კარგი სტრაიკერია. მიტჩელი ყველა კომპონენტში ძლიერია და ამტანი მებრძოლია. მას შეუძლია, დარტყმები მიიღოს და მოწინააღმდეგეზე წნეხის განხორციელება მაინც არ შეწყვიტოს“.

გრენტ დოუსონი: „თოფურია გაიმარჯვებს. ილია და მოვსარ ევლოევი საუკეთესო მებრძოლები არიან, რომლებიც ტოპ 3-ში არ იმყოფებიან და ვფიქრობ, საუბარი მომავალ ჩემპიონებზე გვაქვს“.

ბილი ქუარანტილო: „ძალიან მაგარი ჩხუბი გველოდება. თან ილიასა და მიტჩელს კარგი ურთიერთობა არ აქვთ. არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ბრაისი მოიგებს“.

ერიკ ანდერსი: „პრობლემა, რომელიც ბრაისთან ჩხუბისას ჩნდება, არის ის, რომ იგი ჩვეულებრივი მებრძოლივით არ მოქმედებს. მიტჩელს უნიკალური სტილი აქვს და მის წინააღმდეგ გეგმის შემუშავება შეუძლებელია. ის თავისი ამტანობითა და გამძლეობით ბევრს აკვირვებს და ვფიქრობ, გაიმარჯვებს კიდეც“.

საინტერესოა, რომ საკუთარი პოზიცია UFC-ის 14-მა მებრძოლმა დააფიქსირა და 10-მა მათგანმა მიტჩელის გამარჯვება ივარაუდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში - 20 ქულა და მაგარი ჩატენვა
მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში - 20 ქულა და მაგარი ჩატენვა