კონფერენს ლიგა | ჩელსი ფინალში ბეტისს დაუპირისპირდება
Aa
Aa

კონფერენს ლიგა | ჩელსი ფინალში ბეტისს დაუპირისპირდება

უეფა-ს კონფერენს ლიგის ფინალში ინგლისურ-ესპანურ დაპირისპირებას ვიხილავთ და ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგობას „ბეტისი“ გაუწევს. „არისტოკრატებმა“ „დიურგარდენს“ აჯობეს, „ვერდიბლანკოსმა“ კი „ფიორენტინას“ მოუგო.

„ჩელსიმ“ პირველი თამაში სტუმრად გამართა და 4:1 იმარჯვა, „სტემფორდ ბრიჯზე“ კი ერთადერთი გოლი გავიდა. მატჩის 38-ე წუთზე, კირნან დიუსბერი-ჰოლმა „ლურჯები“ დააწინაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:0.

„ფიორენტინასა“ და „ბეტისის“ ნახევარფინალი ბევრად დაძაბული გამოვიდა. „ვერდიბლანკოსმა“ პირველი შეხვედრა 2:1 მოიგო, განმეორებით მატჩში კი „ვიოლამ“ ზუსტად ამ ანგარიშით იმარჯვა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელიც „ბეტისმა“ მოიგო.

მატჩში სტუმარი გუნდი  დაწინაურდა და 30-ე წუთზე, ანტონიმ ლამაზი ჯარიმა გაიტანა. 34-ე და 42-ე წუთებზე, რობინ გოსენსის დუბლის წყალობით, „ფიორენტინამ“, ორი მატჩის ჯამში, წონასწორობა აღადგინა და საფინალო სასტვენამდე არაფერი შეცვლილა. ორმატჩიან დუელში გადამწყვეტი აბდე ეზალზულის გოლი გამოდგა, რომელმაც პირველი დამატებითი ტაიმის მეშვიდე წუთზე, ანტონის გადაცემით ისარგებლა და „ბეტისი“ ფინალში გაიყვანა.

ცნობისთვის, კონფერენს ლიგის ფინალი 28 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მგონია, ნაპოლიმ ეს სიამოვნება მიანიჭოს“ | ხვიჩა იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება?
„არ მგონია, ნაპოლიმ ეს სიამოვნება მიანიჭოს“ | ხვიჩა იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება?