ელენე ქებაძე
Aa
Aa

ფინალში რუსს მოუგო! - ელენე ქებაძე მსოფლიო ჩემპიონია

ყირგიზეთში სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა.

გოგონებში, +80 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელენე ქებაძემ მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. 28 წლის სამბისტი ფინალში რუს ანჟელა გასპარიანს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა იმის გამო, რომ ქებაძემ ბოლოს შეძლო ქულის მოპოვება, გამარჯვებაც სწორედ მას ერგო.

ფინალამდე ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში ყაზახი არაილიმ აბენოვას 1:0 მოუგო, 1/4 ფინალში თურქმენეთის წარმომადგენელი, მაკსუდა ეგემბერდიევა 6:1 დაამარცხა, პირველ წრეში კი დაისვენა.

საქართველოს სახელით დღეს მედალი ვაჟებში, 98 კგ წონით კატეგორიაში დავით ლორიაშვილმაც აიღო. ქართველმა სამბისტმა ფინალში შეძლო გასვლა, თუმცა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რუს ანტონ კონოვალოვთან დამარცხდა.

ელენე ქებაძისა და დავით ლორიაშვილის გარდა მსოფლიო პირველობაზე საპრიზო ადგილზე გასვლა 88 კგ. წონით კატეგორიაში პაატა ღვინიაშვილმაც შეძლო, რომელმაც ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ოქროს დროში - მაისურაძის ბრინჯაო ბაქოში
გამარჯვება ოქროს დროში - მაისურაძის ბრინჯაო ბაქოში