რომან დოლიძე
Aa
Aa

დოლიძემ ჰოუსი ნოკაუტში ჩააგდო! ქართველმა UFC-ში მე-5 ბრძოლა მოიგო

ლას ვეგასში UFC-ის მორიგი ღონისძიება შედგა, სადაც ჩვენს ყურადღებას რომან დოლიძისა და ფილ ჰოუს ბრძოლა იწვევდა, რომელიც ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა.

დოლიძემ ამერიკელი მეტოქე პირველივე რაუნდში გათიშა და ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.

დოლიძისთვის ეს კარიერაში მოგებული მე-11 ბრძოლა იყო. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლის სცენარს, ის თავიდან დგომში დაიწყო და რამდენიმე წუთი ასე მიმდინარეობდა. შედარებით თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ, დაპირისპირება პარტერში გადავიდა, სადაც უპირატესობა ქართველმა მოიპოვა.

დოლიძემ მეტოქეს მტკივნეული დარტყმები მიაყენა, რასაც ფეხის მტკივნეული ილეთიც მოჰყვა. საბოლოოდ, ჰოუს რომანისგან რამდენიმე ძლიერი მუშტი მოხვდა და ნოკაუტში ჩავარდა. ყველაფერი პირველივე რაუნდში დასრულდა.

კარიერაში მე-11 მოგებული ბრძოლა დოლიძისთვის უშუალოდ UFC-ში მე-5 გამარჯვება გამოდგა.

რაც შეეხება ფილ ჰოუს, MMA-ში დღემდე 15 ბრძოლა ჰქონდა გამართული, მის ანგარიშზე კი 12 გამარჯვება და 3 მარცხი იყო. UFC-ში ის 2020 წლიდან ირიცხება და დღემდე ჩატარებული 5 ჩხუბიდან 4 მოიგო. დღეს კი მეორე მარცხი იწვნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს და მილიტოს ჩამორჩება - ხვიჩას ბრწყინვალე მიღწევა სერია ა-ში
რონალდუს და მილიტოს ჩამორჩება - ხვიჩას ბრწყინვალე მიღწევა სერია ა-ში