დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

RUGBYRAMA: TOP 14-ის სეზონის 5 აღმოჩენა - ნინიაშვილი პირველია!

ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Rugbyrama TOP 14-ის გასული სეზონის აღმოჩენათა შესახებ წერს და საუკეთესო 5 მორაგბეს ასახელებს. სია ჩვენთვის სასიხარულოდ „ლიონისა“ და საქართველოს ნაკრების წარმომადგენლით დავით ნინიაშვილით იხსნება. მსგავს სიაში პირველი ადგილი დიდი აღიარებაა.

„ეჭვგარეშეა, რომ დავით ნინიაშვილი გასული სეზონის მთავარი აღმოჩენაა. საქართველოდან ჩამოსულ ნინიაშვილს ფაქტობრივად არავინ იცნობდა, თუმცა თავისი ტალანტით სარაგბო ევროპა ააფეთქა. ტოპ 14-ში მან მხოლოდ მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა და ის ყოველ ჯერზე გამოირჩეოდა თავისი ფეთქებადი ხასიათითა და ზებგერითი სისწრაფით. ეს მისი მთავარი თვისებებია, რომლებსაც იგი საქართველოს ნაკრებში და ჩელენჯ ქაფზე იყენებდა. ქართველმა სხვებზე უკეთ წარმოაჩინა თავი.

იტალიასთან შეხვედრაში მან თავისი საფირმო გარბენი რამდენჯერმე შემოგვთავაზა. განსაკუთრებით მაგრად ის მარსელის ველოდრომზე, ჩელეჯ ქაფის ფინალში გამოიყურებოდა. მან ორჯერ გაიტანა და კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა. საუკეთესო კი ალბათ ჯერ კიდევ წინ აქვს“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იტალიასთან მოგებით ქართული რაგბი ახალ დონეზე ავიდა
„იტალიასთან მოგებით ქართული რაგბი ახალ დონეზე ავიდა" - სოსო ტყემალაძე Daily Mail-ს ესაუბრა