საქართველოს რაგბის ნაკრები, ქართული რაგბი, ექვსი ერი
Aa
Aa

"დიდი ხანია 6 ერის კარზე აკაკუნებს" - Planet Rugby საქართველოზე წერს

რაგბის სამყაროში ზაფხულის ტესტ მატჩები დასრულდა. საქართველომ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია და იტალია დაამარცხა, ხოლო შემდეგ პორტუგალიას გაუსწორდა. გამოცემა Planet Rugby ზაფხულის ტესტ მატჩებს აფასებს და სხვადასხვა ქვეყნებზე წერს. გამონაკლისი არც საქართველოა.

Planet Rugby:

„მას შემდეგ, რაც საქართველომ იტალია დიდი ტრიუმფით დაამარცხა ბათუმში გამარჯვების საოცარი და ველური აღნიშვნის სცენები ვიხილეთ. ორივე გუნდმა თითქმის უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა. ეს იყო „ბორჯღალოსნების“ დიდი განცხადება, რადგან მათ პირველად დაამარცხეს ტიერ1-ის ნაკრები. საქართველო რამდენიმე წელია 6 ერის კარებზე აკაკუნებს. ეს გამარჯვება კი „აძურისთან“ მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.

იტალია ექვს ერში მრავალი წელია წარუმატებლად გამოდის და მათ ბევრი კრიტიკოსი ჰყავთ. ბევრი თვლის, რომ იტალიამ ადგილი უნდა დაკარგოს და საქართველომ ჩაანაცვლოს. მიუხედავად ამისა, ალბათ ეს მალე არ მოხდება, მაგრამ იმედია ექვს ერში მალე ვიხილავთ პლეი-ოფის მატჩს, რომელშიც მონაწილეობას „ბორჯღალოსნები“ მიიღებენ.“

საქართველო იტალიის წინააღმდეგ

 

საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ

 

 


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარდიანი: ''ამ შოუს მთავარი ვარსკვლავი ნინიაშვილი იყო''
გარდიანი: ''ამ შოუს მთავარი ვარსკვლავი ნინიაშვილი იყო''