მსოფლიო თასი - ზაზა ნადირაძე და მარიამ ქერდიკაშვილი მედლებისთვის იბრძოლებენ
Aa
Aa

მსოფლიო თასი - ზაზა ნადირაძე და მარიამ ქერდიკაშვილი მედლებისთვის იბრძოლებენ

ჩეხეთში მიმდინარე კანოეს მსოფლიო თასზე საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი მარიამ ქერდიკაშვილი და ზაზა ნადირაძე ასპარეზობენ.

ზაზა ნადირაძე გათამაშების ფინალში გავიდა, რომელიც ხვალ საქართველოს დროით: 13:03 საათზე გაიმართება. ქართველმა კანოისტმა ნახევარფინალში C1 200 მეტრიანი დისტანცია 40.27 წამში დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. ნახევარფინალური ეტაპის გაცურვაში უკრაინელმა ოლეგ ბოროვიკმა იმარჯვა.

ხვალვე ნახევარფინალში იასპარეზებს მარიამ ქერდიკაშვილი, რომელიც 17:50 საათზე გამოვა. ნახევარფინალის საგზური მარიამმა დღეს მოიპოვა, როდესაც C1 200 მეტრიანი დისტანცია 48:12 წამში დაფარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო თასი - ნინო თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
მსოფლიო თასი - ნინო თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა