დავით ქირია
Aa
Aa

"წონა ჩაბარებულია" - ქირია მაროკოელ მებრძოლს დაუპირისპირდება

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ზუგდიდელი დავით ქირია ხვალ სინგაპურში ორგანიზაცია ONE-ში მორიგ ბრძოლას გამართავს. ქართველი მებრძოლი მაროკოელ მოჰამედ ბუტასაას დაუპირისპირდება.

აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ბრძოლებში ქირიასთან დაპირისპირება ბუტასათვის სადებიუტო იქნება. 22 წლის მაროკოელ სპორტსმენს კარიერაში სამი ბრძოლა აქვს გამართული და სამივე მოგებული.

დღეს კი ბრძოლის წინა აწონვები გაიმართა ,რის შემდეგაც დავით ქირიამ სოციალურ ქსელში დაპოსტა : „Weight is done! წონა ჩაბარებულია!“

View this post on Instagram

A post shared by Davit Kiria (@davitkiria)

შეგახსნებეთ,რომ ქირიამ ბოლოს 28 იანვარს იჩხუბა. მსოფლიო გრან პრის ნახევარფინალში ქირია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, სიტიჩაის დაუპირისპირდა. მათი ბრძოლა ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო და სამწუხაროდ, გამარჯვება ტაილანდელ მებრძოლს დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არის დადებითი ბალანსი - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო
არის დადებითი ბალანსი - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო