ნოკაუტი 23 წამში - ღვინჯილიამ საჩემპიონო ქამარი მოიპოვა
ირაკლი ღვინჯილიამ კიკბოქსინგის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, GLORY Kickboxing-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეოთხედ მოიპოვა. 39 წლის ქართველმა სპორტსმენმა ქამრისთვის შეხვედრაში ამერიკელი მოწინააღმდეგე შაინ ტუოჰი პირველივე რაუნდში, შეხვედრის 23-ე წამზე ნოკაუტში გაგზავნა და საჩემპიონო ტიტული ჩამოართვა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ღვინჯილიამაც აღნიშნა, რომ ის შაინისგან გაცილებით უფრო დიდ წინააღმდეგობას ელოდა და პირველივე რაუნდში გამარჯვება რთულად წარმოედგინა. როგორც თავად აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ კონტრაქტი წესების გარეშე ბრძოლის ერთ-ერთ ორგანიზაციასთან გააფორმა და სავარაუდოდ მაისის ბოლოს, ფლორიდის შტატში ამ ორგანიზაციის ეგიდით პირველ ორთაბრძოლას ჩაატარებს.
რაც შეეხება GLORY Kickboxing-ს, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები ღვინჯილიას, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მომდევნო შეხვედრას ოქტომბრისთვის ჩაუნიშნავენ.