„ბარათის ნომერი ჩამიგდე" - დვალიშვილი მოგებულ 50 000 დოლარს მიიღებს
გასულ უქმეებზე, მერაბ დვალიშვილის მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა და პიოტრ იანი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. „ალჯოს“ წარმატებით ქართველმა მებრძოლმა ანატოლი მალიხინთან დადებული სანაძლეო მოიგო და რუსს მისი 50 000 დოლარი მართებს.
მალიხინი თავის შერცხვენას არ აპირებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტით გვაუწყა, რომ მერაბს უკვე დაუკავშირდა. რუსმა მებრძოლმა დვალიშვილთან გამართული მიმოწერის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ „მანქანას“ ბარათის ნომრის ჩაგდებას სთხოვს, რათა კუთვნილი 50 000 გადაურიცხოს, პოსტს კი ასეთ წარწერას ურთავს: „ჩემთვის სანაძლეო წმინდა რამაა“.
ცნობისთვის, მერაბისა და მალიხინის დაპირისპირება MMARussia-ს პოსტით დაიწყო, რომლის კომენტარებშიც მერაბი „ალჯოს“ მხარდაჭერას უცხადებდა და მის გამარჯვებას ვარაუდობდა. მოგვიანებით, მალიხინმა პოსტი გააზიარა და დვალიშვილი გამოიწვია. „50 000 დოლარს ჩამოვიდე!“ - მერაბმა გამოწვევა მიიღო და გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა მძიმე ბრძოლაში მოიგო და მსაჯებმა მის სასარგებლოდ ეს ანგარიში დააფიქსირეს - 48-47, 47-48, 48-47. ჩხუბის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში „ალჯომ“ ტი ჯეი დილაშოუ გამოიწვია და მის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლის სურვილი გამოთქვა.