დენა უაითი
Aa
Aa

„განუმეორებელი ღონისძიება იქნება“ - დენა უაითი თეთრ სახლზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა პოდკასტ Full Send-ში თეთრ სახლში პრომოუშენის ერთ-ერთი ტურნირის გამართვის იდეაზე ისაუბრა.

„არ მეგონა, თუ დონალდ ტრამპი ამ საკითხზე საჯაროდ ისაუბრებდა. იმ დღეს ერთმანეთს რამდენჯერმე ვესაუბრეთ და არ უთქვამს, რომ ღონისძიების დაანონსებას აპირებდა. ჩვენი გუნდი უკვე იმყოფებოდა თეთრ სახლში და შეისწავლა ლოგისტიკური საკითხები. თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიების გამართვის საკითხის კურირება პრეზიდენტმა თავის ქალიშვილს, ივანკა ტრამპს დაავალა. ვიმუშავეთ ივანკასთან ერთად და ყველაფერი მზადაა - ახლა ისღა დაგვრჩენია, პრეზიდენტის დასტური მივიღოთ.

ღონისძიება თეთრი სახლის ეზოში, ე.წ. სამხრეთ მდელობზე გაიმართება, სადაც პრეზიდენტის ტრამპის მიერ ჩატარებულ სამხედრო აღლუმს 25 000 ადამიანი დაესწრო.

ჯონსის ან მაკგრეგორის დაბრუნება? ყველაფერი შესაძლებელია. წინ მთელი წელიწადია და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს: ჩემპიონები, კონტენდერები, ახალი ვარსკვლავები... ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ყველა მებრძოლს სურს. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ყველა დროის საუკეთესო ქარდს გავაკეთებთ.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია მე და ტრამპს ერთად ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავზე? ეს იქნება რაღაც განსაკუთრებული - ისეთი რამ, რაც ლას-ვეგასის „სფეროში“ ვიხილეთ, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი. ეს განუმეორებელი ღონისძიება იქნება“.

თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიების გამართვის გეგმები აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 4 ივლისს გააჟღერა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მაკგრეგორს თეთრ სახლში ბრძოლის გამართვა სურს
მაკგრეგორს თეთრ სახლში ბრძოლის გამართვა სურს