ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის დინამოს ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის დინამოს ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია აჭარულმა კლუბმა ოფიციალურად საკუთარ Facebook-გვერდზე დაადასტურა.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ამასთან დაკავშირებით კლუბი განმარტებას სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ გააკეთებს. თუმცა, ცნობილია ის, რომ ხვიჩა „რუბინიდან“ ფიფა-ს მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამით, იჯარის წესით წამოვიდა.


21 წლის ფეხბურთელს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ შემუშავებული წესებით, ბათუმის „დინამოში“ დარჩენა 2022 წლის 30 ივნისამდე შეუძლია, ამის შემდეგ კი მას კვლავ ყაზანის „რუბინში“ დაბრუნდება მოუწევს.

ხვიჩა ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში იმყოფება და ადგილობრივ ნაკრებთან გასამართი ამხაგანგური მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებების შეხვედრა 25 მარტს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში ბოსნია-ჰერცეგოვინაში
საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში ბოსნია-ჰერცეგოვინაში