ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„წელს სკუდეტოც მოვიგე“ - კვარა თავს იტალიის ჩემპიონად თვლის

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ჩატარებული ტრიუმფალური სეზონის შემდეგ ტიტულები ნამდვილად არ აკლია, თუმცა ბევრი მიიჩნევს და სრულიად სამართლიანად, რომ „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოგებაში 24 წლის ქართველს თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი აქვს შეტანილი და ოქროს მედალს ისიც იმსახურებდა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვა ხვიჩას შეკითხვა Sky Sports Italia-ს ჟურნალისტმა და მისგან საკმაოდ საინტერესო პასუხი მიიღო.

რას ამბობს კვარაცხელია

ვამაყობ, რომ იტალიის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გავხდი. დიახ, ვთვლი, რომ ამ სკუდეტოს მოგებაში მეც ვმონაწილეობდი, რადგან პირველ წრეში „ნაპოლის“ ფეხბურთელი ვიყავი და ბოლოს და ბოლოს 17 მატჩში მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა, „პარი სენ-ჟერმენში“ გადმოსვლის შემდეგაც, „პარტენოპეის“ თამაშებს სისტემატურად ვუყურებდი და მათმა გამარჯვებამ უდიდესი სიხარული მომიტანა.

ცნობისათვის, სხვადასხვა გუნდების ჩემპიონობისას, მედალი მიღებული აქვთ იმ მოთამაშეებსაც კი, რომელთაც მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებიათ. ამ დროს კი, რთული სათქმელია აურელიო დე ლაურენტისის სიჯიუტის, თუ ხელოვნურად შექმნილი წესდების გამო, 5 გოლისა და 3 საგოლე პასის ავტორს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედალი არ გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში | პარი სენ-ჟერმენმა ინტერი მიწასთან გაასწორა
ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში | პარი სენ-ჟერმენმა ინტერი მიწასთან გაასწორა