რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

„სხეული მეუბნება, რომ 30 წლის ვარ“ - ლევანდოვსკი წასვლას არ აპირებს

რობერტ ლევანდოვსკის წინა წელთან შედარებით, გაცილებით უფრო შედეგიანი სეზონი ჰქონდა და როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ასევე ესპანეთის ლა ლიგაში ბომბარდირობისთვის ბოლომდე იბრძოდა. მიუხედავად ამისა, ესპანური სპორტული მედია ხშირად წერდა იმის თაობაზე, რომ პოლონელი ფორვარდი, რომელსაც აგვისტოში 37 წელი უსრულდება, „ბარსელონას“ დატოვებდა, რაც თავად ფეხბურთელმა კატეგორიულად უარყო.

რას ამბობს ლევანდოვსკი

კარიერის მანძილზე თითქმის 30 ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ უფრო მეტი მსურს. მომდევნო სეზონში „ბარსელონა“ კიდევ უფრო ძლიერი გუნდი იქნება და წარმატებებს აუცილებლად მივაღწევთ. ფული და ფინანსები არ მაინტერესებს, არც ეგზოტიკურ ქვეყნებში თამაში, ამიტომაც „ბლაუგრანაში“ ვრჩები.

დასვენებისთვის ახლა ექვსი-შვიდი კვირა მაქვს და მომქანცველი სეზონის შემდეგ აღდგენას სრულფასოვნად მოვასწრებ. როგორ გრძნობს და რას მეუბნება ჩემი სხეული? იმას, რომ ბიოლოგიურად 30 წლის ვარ, რაც ცუდი ნამდვილად არ გახლავთ. რა თქმა უნდა, დადგება რაღაც მომენტი, როდესაც აღარ შემეძლება, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ კიდევ ბევრი შემიძლია.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ ღირსებას უკვე სამი წელია იცავს და ამ ხნის განმავლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 147 შეხვედრაში თავი 101 გოლითა და 20 საგოლე პასით გამოიჩინა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსასყიდი 1 მილიარდი ევროა | იამალი ბარსელონაში 2031 წლამდე ითამაშებს
გამოსასყიდი 1 მილიარდი ევროა | იამალი ბარსელონაში 2031 წლამდე ითამაშებს