მამარდაშვილი სილესენზე წინ - კანისარესი ვალენსიას ურჩევს, ქართველს ნდობა გამოუცხადოს
Aa
Aa

მამარდაშვილი სილესენზე წინ - კანისარესი ვალენსიას ურჩევს, ქართველს ნდობა გამოუცხადოს

„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ესპანელი „ღამურების“ ძირითადი მეკარის გარშემო წარმოქმნილ დებატებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ჩეს“ სამწვრთნელო შტაბი ფსონს „მამარდაზე“ უნდა ჩამოვიდეს.

„გადაწყვეტილება სილესენისა და მამარდაშვილის სათამაშო ფორმასა და იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, გუნდისთვის უფრო მეტის მიცემა რომელს შეუძლია. ურთულესია კლუბის შიდა სამზარეულოს არ იცნობდე და არჩევანი გარედან გააკეთო, რადგან ვსაუბრობთ მეკარეებზე, რომლებიც ასე თუ ისე, ერთნაირ დონეზე თამაშობენ.

თანაბარი კონდიციები რომ იყოს, პირადად მე, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივას გავითვალისწინებდი და მამარდაშვილს სილესენზე წინ დავაყენებდი, რადგან იგი გარანტიას მაძლევს, რომ კონკურენტებზე დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია და სამომავლოდ, მისი ხელახლა შეფასება იქნება შესაძლებელი.“

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ღირებულება 2 მილიონი ევროთი გაიზარდა. 2021 წლის ბოლოსკენ, „მამარდას“ ფასი 3 მილიონი ევრო იყო, განახლებული მონაცემებით კი მის მსურველებს 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი სული მაქვს როდის იჩხუბებს, მის ბრძოლებს აღარასდროს გამოვტოვებ
„ერთი სული მაქვს როდის იჩხუბებს, მის ბრძოლებს აღარასდროს გამოვტოვებ" - UFC-ის ლეგენდა ილიაზე