უსმან დემბელე, დეზირე დუე
Aa
Aa

საუკეთესო და საუკეთესო ახალგაზრდა - დემბელე და დუე ლაურეატებში

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დასრულებისთანავე უეფამ ყველა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ლაურეატებში ჩემპიონი გუნდის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ჭარბობენ. მთავარი პრიზი უსმან დემბელეს დარჩა, რომელიც გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და როგორც ინფორმაციები ვრცელდება, პარიზული კლუბის მე-7 ნომერი „ოქროს ბურთის“ მოპოვების უპირველესი კანდიდატიც იქნება. 28 წლის უსმანმა „ინტერთან“ ფინალში 2 ასისტი შეასრულა, მთლიანობაში წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში კი მის ანგარიშზე 15 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა იყო.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში დეზირე დუემ გაიმარჯვა - 19 წლის , 11 თვისა და 28 დღის დუე რიგით მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა. მასზე ახალგაზრდულ ასაკში თავის გამოჩენა 1995 წელს „აიაქსის“ რიგებში პატრიკ კლუივერტმა (18 წლის, 10 თვის, 23 დღის) და 2004 წელს „პორტუს“ შემადგენლობაში კარლოს ალბერტომ (19 წლის, 5 თვის, 15 დღის) შეძლო.

ცნობისათვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო და ფინალში ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რის შემდეგაც ის კახა კალაძის შემდეგ გახდა მეორე ქართველი, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“ - კვარას კომენტარი ფინალის მოგების შემდეგ
“ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“ - კვარას კომენტარი ფინალის მოგების შემდეგ