ინტერი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელების შეფასება

მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა და „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.

Sofascore:

დონარუმა(7.3), ჰაკიმი(8.0), მარკინიოსი(7.7), პაჩო(6.8), მენდეში(7.1), ნევეში(6.9), ვიტინია(8.1), რუისი(7.4), კვარაცხელია(7.4), დემბელე(8.1), დუე(9.7), ბარკოლა(6.9), ლუკას ერნანდესი(6.5), მაიულუ(7.5).

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენის მხრიდან თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა, რომელმაც ნერაძურის მეოთხე გოლი გაუტანა. იქამდე კი მეორე გოლის დროს პრე-ასისტი მიითვალა.

ასევე გეტყვით, ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო პირველი, ვინც აღნიშნული ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები