ბუფონი: "რონალდუსთან ერთად იუვემ გუნდის დნმ დაკარგა"
ჯანლუიჯი ბუფონმა კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსიდან“ წასვლაზე და ზოგადად გუნდში მისი მისვლის შემდეგ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი რონალდუს მოსვლისას პირველივე წელს ჰქონდა. იმ წელს მე პსჟ-ში ვიყავი და ვერ გავიგე რა დაემართა გუნდს. როცა დავბრუნდი შემდეგ კრიშტიანუსთან ერთად ბევრი დრო გავატარე და ვფიქრობ კარგადაც ვიმუშავეთ, მაგრამ ჩემი აზრით, იუვენტუსმა როგორც გუნდმა დნმ დაკარგა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, რადგან გამოცდილი გუნდი გვყავდა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ერთიანი კოლექტივი იყო, შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი კონკურენცია იყო".
„ჯიჯიმ“ ბოლო წლებში საუკეთესო მეკარეების შესახებაც ისაუბრა:
„საუკეთესო მეკარეები დღეს? ობლაკი, კურტუა, დონარუმა, ნოიერი, ტერ შტეგენი და ნავასი. მე მათ ყველას ერთ დონეზე ვაყენებ, მაგრამ ჯანლუიჯის დანარჩენების გადასწრება ფაქტობრივად ერთ წელიწადში შეუძლია. მას აქვს პოტენციალი, რომელიც სჭირდება“.
რონალდუს გუნდში გავლენაზე და მის პლუს-მინუსებზე ლეონარდო ბონუჩიმაც ისაუბრა:
„ვფიქრობ, ახლა ჩვენ უფრო გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ. უახლოეს წარსულში ეს თვისება დავკარგეთ. რონალდუს მსგავს დიდ ჩემპიონებთან ერთად ვთამაშობდით და გვინდოდა წარმატების მიღწევაში მას დავხმარებოდით. ვფიქრობდით, რომ მას ყველა მატჩში ბედის გადაწყვეტა და წარმატების მიღწევა შეეძლო“.