ტალახაძე და ბექაური 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ
სასტუმრო ''ჰუალინგში'' საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია ჩატარდა და სხვადასხვა ნომინციებში 2021 წლის საუკეთესოები გამოავლინა.
სეოკ-ის ვერსიით საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ. გთავაზობთ გამარჯვებულების სიას თითოეულ ნომინაციაში.
სეოკ-ის ვერსიით საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი
საქართველოს 2021 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი - ლალი დოლიძე
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძალოსნობის ფედერაცია
2021 წლის აღმოჩენა ''ოლიმპიური იმედი'' (ვაჟი) - ლერი აბულაძე
2021 წლის აღმოჩენა ''ოლიმპიური იმედი'' (გოგონა) - მარიამ ქერდიკაშვილი
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობებში - მორის ყვითელაშვილი
ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდაჭერისთვის - პირველი არხი
2021 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორი - თელიანი ველი
2021 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - იმერეთი, რევაზ რობაქიძე
ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქება - ლაშა გოდუაძე
საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის - სპორტული მედიცინის ასოციაცია, ზურაბ კახაბრიშვილი
სპეციალური ჯილდო ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის - ნინო სალუქვაძე
სპეციალური ჯილდო ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - არჩილ გაჩეჩილაძე
სპეციალური ჯილდო ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის - ავერსის ფონდის დირექტორი ქეთევან ნემსაძე
ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის - საქართველოს ბანკი, არჩილ გაჩეჩილაძე