„ომალის ვურჩევ, ქვემსუბუქ წონაში ამოვიდეს“ - ალჯამეინ სტერლინგი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი შონ ომალის სთავაზობს, ქვემსუბუქ წონაში ავიდეს.
„ვფიქრობ, „შუგა“ ქვემსუბუქში კარგად იჩხუბებდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მასთან რემატჩი მსურს, არამედ იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. ვფიქრობ, მისი სისწრაფე და ფიზიკური მონაცემები დიდ უპირატესობას მისცემდა.
მას შეუძლია წონის მომატების ხარჯზე უფრო ძლიერი გახდეს. მეორე მხრივ, ქვემსუბუქ წონაში უფრო მეტი კარგი მოჭიდავეა. თუმცა, ვფიქრობ, ის მაინც წარმატებული იქნებოდა.
შეძლებს თუ არა ჩემპიონობას, როგორც ეს სუპერმსუბუქში გააკეთა? არ ვიცი, რთული სათქმელია, მაგრამ „შუგას“ მაღალი საბრძოლო IQ აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი წონის კლებაზე იქნება დამოკიდებული, არ ვიცი, რამდენად აისახება ეს პროცესი ომალიზე“.
ცნობისთვის, შონ ომალიმ ბოლო ორი ჩხუბი მერაბ დვალიშვილთან წააგო. მის ანგარიშზე ამჟამად 18 მოგება და 3 მარცხია.
რაც შეეხება სტერლინგს (24-5), მან სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული სწორედ შონ ომალისთან ბრძოლაში წააგო, რის შემდეგაც ქვემსუბუქ წონაში გადავიდა, სადაც ჯერ კელვინ კატარს მოუგო, შემდეგ კი მოვსარ ევლოევთან დამარცხდა.