ქომაგების გარეშე დარჩნენ? ტრამპმა კოტ-დ’ივუარისა და სენეგალის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეუზღუდა
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოტ-დ’ივუარისა და სენეგალის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეუზღუდა.
ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის ნაწილობრივი აკრძალვის შესახებ. მათ შორისაა კოტ-დ’ივუარი და სენეგალი, რომელთა ნაკრებებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გადაწყვეტილება მიღებულია აშშ-ში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში.
განკარგულებაში ნათქვამია:
„იგი აფართოებს და ამკაცრებს შესვლის შეზღუდვებს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ავლენენ აშკარა, მყარ და სერიოზულ ხარვეზებს შემოწმების, ატესტაციისა და ინფორმაციის გაცვლის პროცედურებში. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქვეყნის დაცვას ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეებისგან“.
ამრიგად, შესაძლოა, კოტ-დ’ივუარი და სენეგალი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქომაგების გარეშე დარჩეს.