„წინ დატვირთული პერიოდი გველის“ - ენრიკემ ფინალისთვის სამზადისზე ისაუბრა
გუშინ, „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მედია-დღე ჰქონდა, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ სამზადისზე ისაუბრა.
ლუის ენრიკე:
„წელს თასის ფინალში არ ვითამაშებთ, რაც მატჩისთვის მოსამზადებლად შარშანდელზე მეტ დროს გვაძლევს. ეს იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ შეგვიძლია მცირე დეტალებზე ვკონცენტრირდეთ და მეტი რამ დავხვეწოთ“.
„მინდა, რომ ფეხბურთელები ბედნიერები იყვნენ და ისიამოვნონ ამ მომენტებით: წავიდნენ აუზზე, სატრენაჟორო დარბაზში მეგობრებთან ერთად... ჩვენ ყველაფერს შარშანდელისგან განსხვავებულად ვაკეთებთ. ახლა უკეთ ვართ მომზადებულები.“
„არსენალის შემტევი და დაცვითი სტატისტიკა დაუჯერებელია. მათ უპრობლემოდ შეუძლიათ ბურთის კონტროლი, იციან როგორც ღრმა დაცვაში თამაში, ისე მოედანზე მაღალი პრესინგის მიმართვა. ისინი წლიდან წლამდე უმჯობესდებიან და დღეს ევროპის სამ საუკეთესო გუნდს შორის არიან“.
„არტეტა ძალიან მაგარი მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელებისთვის ღირებულებების გადაცემის უნარი აქვს. სწორედ მან შესძინა გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი“.
„ყველა მზადაა, თითოეული ფეხბურთელი ამ მომენტს განსხვავებულ ფორმაში ხვდება. თუმცა, წინ ბევრი ცვლილებით დატვირთული კვირა გველის, დასვენების დღეებითა და ბევრი ვარჯიშით, რათა შეტევასა და დაცვაში დეტალები დავამუშაოთ.“
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება და საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.