გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

მეცი აბუაშვილს დაიტოვებს - გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებენ

ფრანგულმა „მეცმა“, რომელიც ლიგა 1-იდან გავარდა და მომდევნო სეზონში ლიგა 2-ში იასპარეზებს, გიორგი აბუაშვილის შენარჩუნება გადაწყვიტა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Live Foot-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „მეცის“ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, გამოიყენოს გამოსყიდვის უფლება, რომელიც აბუაშვილის იჯარის კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

„საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა, თუმცა 23 წლის ქართველ შემტევი „მეცის“ პირველი საზაფხულო შენაძენი გახდება. ლიგა 2-ში ასეთ შემტევს თავის კარგად წარმოჩენის შესაძლებლობა ექნება, ამიტომ 2 მილიონად მისი გამოსყიდვა გამართლებული გადაწყვეტილება ჩანს“.

ცნობისთვის, აბუაშვილმა ლიგა 1-ში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ის ფრანგულ კლუბში გასული წლის ზაფხულში ფოთის „კოლხეთიდან“ იჯარის წესით გადავიდა. Transfermarkt-ის მიხედვით, აბუაშვილის საბაზრო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა.

აქვე გეტყვით, რომ „მეცში“ აბუაშვილთან ერთად საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი თამაშობდა. გიორგი ქვილითაიას კონტრაქტი ივნისის ბოლომდეა გათვლილი, ხოლო გიორგი წიტაიშვილი „მეცში“ კიევის „დინამოდან“ იყო განათხოვრებული და ისიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვარჯიშებზეც და თამაშებშიც მუდამ მაოცებს“ - დუემ კვარაზე ისაუბრა
„ვარჯიშებზეც და თამაშებშიც მუდამ მაოცებს“ - დუემ კვარაზე ისაუბრა