გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

კვირას ენფილდს დაემშვიდობება - იტალიური პრესა ალისონზე წერს

„ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება, კვირას კი „ენფილდზე“ მერსისაიდულ კლუბს დაემშვიდობება. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი წერს.

„ალისონს იუვენტუსში თამაში სურს და ლივერპულთან დამშვიდობებას კვირას გეგმავს. ბრაზილიელ მეკარეს იტალიაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ბებერი ქალბატონი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

კვირას „ლივერპული“ „ბრენტფორდს“ მიიღებს, ალისონი კი ძირითად შემადგენლობაში იქნება და „ენფილდზე“ გატარებულ 8-წლიან პერიოდს ასე დაასრულებს.

„იუვენტუსთან“ ალისონის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, მანამდე კი ბრაზილიელს „ლივერპულთან“ ყველა საკითხის მოგვარება სურს. ალისონის აგენტები შეეცდებიან, ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაოფიციალურდეს“.

როგორც ჩანს, უდიდესი ალბათობით, ალისონი მომდევნო სეზონში „ლივერპულში“ აღარ იქნება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა „წითლების“ ხელმძღვანელობა ახალი მეკარის ყიდვას. არსებობს იმის ალბათობაც, რომ კლუბმა ფსონი გიორგი მამარდაშვილზე გააკეთოს, რომელმაც მერსისაიდულ კლუბში უკვე 20 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ ლივერპული-ბრენტფორდის მატჩი კვირას, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად „წითლებს“ ფრეც ეყოფათ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ „ლივერპული“ წააგებს, „ბორნმუთი“ კი სტუმრად „ნოტინგემს“ მოუგებს, გადამწყვეტი მნიშნველობა გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობას მიენიჭება - რომელიც ლივერპულს ამჟამად +10 აქვს, ბორნმუთს კი +4.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდასთვის იდეალური კონკურენტი იქნებოდა“ - ლივერპულს ნუბელი ურჩიეს
„მამარდასთვის იდეალური კონკურენტი იქნებოდა“ - ლივერპულს ნუბელი ურჩიეს