მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

ტერ შტეგენი ბარსელონადან წასვლას ზამთარში არ აპირებს | Marca

„ბარსელონას“ მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, იანვარში კლუბის შეცვლას არ აპირებს, მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობისა.

მიმდინარე სეზონში, ტრავმის გამო, 33 წლის გერმანელმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა – სამშაბათს, ესპანეთის თასის 1/16 ფინალში „დეპორტივო გუადალახარას“ წინააღმდეგ (2:0).

Marca-ს ინფორმაციით, „ბარსა“ ფსონს მეკარე ჟოან გარსიაზე ჩამოდის და მზად არის, იანვარში ტერ შტეგენი იჯარით სხვა კლუბში გაუშვას, თანაც ისე, რომ მისი ხელფასის ნაწილი თავად გადაიხადოს. თუმცა, თავად გერმანელი მზადაა გუნდში დარჩეს და მეორე ნომრის როლს შეეგუოს.

ვარაუდობენ, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს, აწყობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ტერ შტეგენი მხოლოდ ესპანეთის თასზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მარკის კონტრაქტი „ბარსასთან“ 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი.

გეტყვით ასევე, რომ ტერ შტეგენი ბარსელონას 2014 წელს შეუერთდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი მატჩების მოთამაშე!“ - Le Parisien-ის და LEquipe-ის შეფასება
„დიდი მატჩების მოთამაშე!“ - Le Parisien-ის და LEquipe-ის შეფასება