გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

არბიტრების დახმარებით - სარდალაშვილი მასპინძელთან დამარცხდა

უნგრეთში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე -60 კგ კატეგორიაში მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა და მეორე რაუნდში სენსაციურად (უფრო სკანდალურად) დამარცხდა.

სარდალაშვილმა პირველ წრეში ანგოლელი ლეონარდო ბაროში იპონით დაამარცხა, მეორე წრეში კი მასპინძელთა წარმომადგენელ უნგრელ მარტონ ანდრასის დაუპირისპირდა, რომელსაც აშკარად სჯობნიდა, სუფთა იპონიც შეუსრულა, თუმცა არბიტრმა პირველივე სახიფათო მომენტზე მასპინძლის მხარე დაიჭირა და შედეგი გააუქმა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე, უნგრელმა გდება შეასრულა, თუმცა სარდალაშვილმა თავის დაცვა მოასწრო, მაგრამ ჩელენჯის შემდეგ მას იუკო ჩაუთვალეს და გამარჯვებაც გაუფორმეს. უფრო სწორად, რომ ითქვას - არბიტრებმა პირდაპირი მიკერძოება გამოიჩინეს და ანდრასი მეოთხედფინალში ძალით გაიყვანეს.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე -66 კგ კატეგორიის მედლები გათამაშდება. საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.

სარდალაშვილის ემოციები არბიტრების გადაწყვეტილების შემდეგ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები