ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი | როგორია გოგონების ჯგუფები
13-დან 20 ივნისის ჩათვლის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. დღეს, სატურნირო ბადის წილისყრა გაიმართა და ქართველი ჯუდოკების მეტოქეები ცნობილი გახდა. გაირკვა მათი სავარაუდო მოწინააღმდეგეების ვინაობაც და შეგვიძლია, ვისაუბროთ თუ სანუკვარ მიზნამდე რა გზის გავლა მოუწევთ.
-57 კილოგრამი წონითი კატეგორია
ნინო ლოლაძე A ჯგუფში მოხვდა და პირველ შეხვედრას ბინტა ნდიაიესთან გამართავს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 62-ე ნომერია. გამარჯვების შემთხვევაში, ლოლაძე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, მომო ტამაოკის დაუპირისპირდება. ეთერ ლიპარტელიანი D ჯგუფშია. მისი პირველი მეტოქე სამხრეთ კორეელი კიმ ჯუჰეა.
-63 კილოგრამი წონითი კატეგორია
ეთერ ასკილაშვილი პირველ შეხვედრას იინ ტანგთან გამართავს, მისი მეორე მეტოქე კი იაპონელი ჰარუკა კაჯუ იქნება. ასკილაშვილი B ჯგუფშია, რომლის მთავარი ფავორიტი რეიტინგის მეხუთე ნომერი, ლუბიანა პიოვესანაა.
+78 კილოგრამი წონითი კატეგორია
სოფიო სომხიშვილი B ჯგუფში და პირველ შეხვედრას ბრიჯიტ კარაბალისთან გამართავს. ამ ჯგუფშია მსოფლიოს მეხუთე ნომერი, ჰაიუნ კიმი და იაპონელი რური ტაკაჰაში.