გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

„შიდოების მხრივ დაგვჩაგრეს“ | სარდალაშვილის მწვრთნელის კომენტარი

გიორგი სარდალაშვილის მწვრთნელმა, ლექსო ღვინიაშვილმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მარტონ ანდრასისთან გამართული მატჩი შეაფასა. სარდალაშვილი მსაჯების ძალიან საკამათო გადაწყვეტილების გამო დამარცხდა და ღვინიაშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„შიდოების მხრივ, დაგვჩაგრეს. პირველ შეხვედრაში, პატარა შანსი როგორც კი მიეცათ, ეგრევე გაფრთხილება მოგვცეს. მაინც ადგილობრივი და მასპინძელი იყო და ამას ვაბრალებ. მომზადების ნაწილს რაც შეეხება, იდეალურ ფორმაში ვიყავით და ამ მხრივ, არანაირი მინუსი არ გვქონია.

ძიუდოში ყველაფერი ხდება და მომავალში ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება. მატეს ეპიზოდი? ხაზს გარეთ იყო, მაგრამ მოძრაობა შიგნიდან იყო დაწყებული და მანდაც შეიძლებოდა, რამე შეფასება მიეცათ, თუმცა, როდესაც მატეს ამბობენ, აღარ ფასდება ხოლმე“.

ცნობისთვის, ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე, უნგრელმა გდება შეასრულა, თუმცა სარდალაშვილმა თავის დაცვა მოასწრო, მაგრამ ჩელენჯის შემდეგ მასპინძელს იუკო ჩაუთვალეს და გამარჯვებაც გაუფორმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არბიტრების დახმარებით - სარდალაშვილი მასპინძელთან დამარცხდა
არბიტრების დახმარებით - სარდალაშვილი მასპინძელთან დამარცხდა