ვერონა, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

ვერონა კვერნაძის შეძენით ინტერესდება

„ფროზინონესა“ და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბმა გიორგი კვერნაძემ სეზონის მეორე წრე შესანიშნავად ჩაატარა და სატრანსფერო ბაზარზე ყურადღებაც მიიპყრო.

იტალიური გამოცემა Ciociaria Oggi წერს, რომ 22 წლის კვერნაძის შეძენით სერია A-ს წარმომადგენელი „ვერონა“ ინტერესდება.

ჯერჯერობით უფრო ვრცელი ინფორმაცია არ ვრცელდება, არც რაიმე კონკრეტული შეთავაზება არ არსებობს, თუმცა წყაროს თანახმად „ვერონას“ ინტერესი აქვს.

კვერნაძე ტრანსფერმარკტის მონაცემებით 1,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. „ფროზინონესთან“ მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა ძალაში.

გასულ სეზონში კვერნაძემ „ფროზინონეს“ რიგებში 34 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება „ვერონას“, სერია A-ში გასული სეზონი 37 ქულით მე-14 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპაში ყველაზე ყურებადი მოთამაშეა“ - DAZN კვარასა და მსოფლიოს საკლუბოზე
„ევროპაში ყველაზე ყურებადი მოთამაშეა“ - DAZN კვარასა და მსოფლიოს საკლუბოზე