ევროპის სპორტის კვირეული — თელავში თაგ რაგბის ფესტივალი გაიმართა
Aa
Aa

ევროპის სპორტის კვირეული — თელავში თაგ რაგბის ფესტივალი გაიმართა

ევროპის სპორტის კვირეულს ამჯერად კახეთმა უმასპინძლა. კვირეულის აღსანიშნავად, თელავის სარაგბო ბაზაზე თაგ რაგბის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა, თელავის, თბილისისა და ქუთაისის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირის გამარჯვებული თბილისის „არმია“ გახდა, რომელმაც ფინალში 7-ქალა ნაკრებს სძლია. საუკეთესო მოთამაშეებად მანონი საღარაძე და ლუკა კეშელავა დასახელდნენ, ხოლო ყველაზე აზარტული მოთამაშის სტატუსი მარიამ მახათაძემ მოიპოვა.

თაგ რაგბის ფესტივალი საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაციისა და რაგბის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები