Aa
Aa

ფეხის სერიოზული დაზიანებები - ვუდსს ოპერაცია ჩაუტარდა

გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსი ავტოავარიაში მოყვა და ამჟამად ჰოსპიტალში იმყოფება. ავარია იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს, ექიმებსა და მეხანძრეებს ვუდსის მანქანიდან ამოსაყვანად სპეციალური მოწყობილობების გამოყენება დასჭირდათ.

შემთხვევა ლოს ანჯელესში მოხდა და როგორც პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, დაზიანებების მიუხედავად, ვუდსი პოლიციელთა ადგილზე მისვლის მომენტში და შემდეგი პროცესებისასაც გონზე გახლდათ.

ამერიკული პრესის ცნობით, 45 წლის სპორტსმენმა ფეხის სერიოზული დაზიანებები მიიღო და როგორც სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, ამჟამად დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. BBC-ის ცნობით, ტაიგერს ფეხის რამდენიმე არეში დაზიანება აქვს და ამის გამო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ოპერაციის შემდეგ ლეგენდარული სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ავტოავარიაზე გამოძიება უახლოეს დღეებში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები