"ჟორჟ სენ-პიერი - ეს სულ სხვა საქმეა", - ხაბიბი დაბრუნებაზე ფიქრობს
UFC-ის დაუმარცხებელი (29:0) მებრძოლი, დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი ნელ-ნელა ოქტაგონზე დაბრუნებაზე ფიქრს იწყებს.
ხაბიბი ამბობს, რომ სენ-პიერთან ჩხუბის სურვილი აქვს:
„ჩემთვის არცერთი სახელი ინტერესს არ იწვევს, თუმცა როცა სენ-პიერს ახსენებენ, მინდა რომ წამოვხტე და ათი კილომეტრი შეუჩერებლად ვირბინო.
შემდეგი მებრძოლი, რომელთან დაპირისპირებაზეც ვფიქრობ ჩარლ ოლივეირა გახლავთ, თუმცა მასთან იგივე აზარტი არ მაქვს, რაც სენ-პიერთან.
გეიჯი, პორიე, მაკგრეგორი და სხვები - ისინი ყოფილი ჩემპიონები არიან და ყველა მათგანი დამარცხებული მყავს. ჩემთვის მათი სახელები ნაკლებ ინტერესს იწვევს. აი, როდესაც საქმე ჟორჟ სენ-პიერთან გვაქვს, ეს სულ სხვა საქმეა, თუმცა ის უკვე 40 წლის არის და ვფიქრობ უნდა შევეშვათ.
სენ-პიერი ძალიან კარგი მებრძოლია, შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი გახლავთ“.
ხაბიბმა ერთი კვირის წინ, დეინა უაითთან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და პრესას ასეთი რამ უთხრა: „დეინას ვუთხარი, რა მინდა, რომ მოხდეს, როგორც ჩემთან, ისე მსუბუქ წონით დივიზიონთან მიმართებით. მეორე მხრივ, UFC-ში წინასწარ იციან მოვლენები როგორ განვითარდება და საჩემპიონო ქამრისთვის რომელი მებრძოლები იჩხუბებენ, თუმცა უაითმა დამიდასტურა, რომ თებერვალში ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევხვდებით“.