კონორ მაკგრეგორი, დენა უაითი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

UFC თეთრ სახლში - დენა უაითი ჯონსისა და მაკგრეგორის დაბრუნებას ადასტურებს

კონორ მაკგრეგორმა და ჯონ ჯონსმა შესაძლოა თეთრ სახლში UFC-ის საღამოზე იჩხუბონ.

ორი კვირის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2026 წელს თეთრი სახლის ტერიტორიაზე UFC-ის ქარდის ორგანიზებას გეგმავს. მისი თქმით, ღონისძიება ამერიკის 250 წლის იუბილეს მიეძღვნება და 4 ივლისს გაიმართება, რომელსაც 25 ათასი მაყურებელი დაესწრება.

ამ ღონისძიებაზე მოხვედრა ყველა მებრძოლს სურს. ისეთებსაც კი, ვინც უკვე კარიერა დაასრულა. კონორ მაკგრეგორმა და ჯონ ჯონსმა დაბრუნების სურვილი უკვე დააფიქსირეს. პასუხმაც არ დააგვიანა - დენა უაითი ამისთვის მზად არის.

„გადაღებების დროს, ოქტაგონის ერთ მხარეს თეთრი სახლი იქნება, ხოლო მეორე მხარეს - ვაშინგტონის მონუმენტი. ეს ძალიან მაგარია! აბსოლუტურად ყველას სურს ამ ღონისძიებაზე ბრძოლა. ამის შესახებ ყველა მებრძოლმა მომწერა. ეს ისტორიაში ყველაზე მაგარი ქარდი იქნება.

ჯონ ჯონსი სატესტო აუზსაც კი დაუბრუნდა. ოფიციალურია? დიახ, დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, მისი ბრძოლა ტომ ასპინალთან იდეალური მთავარი მოვლენა იქნებოდა. ჯონსი და კონორ მაკგრეგორი ერთ ღონისძიებაზე? ეს შეიძლება მოხდეს“,

- თქვა UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა.

მსგავსი სიახლეები