ხვიჩა კვარაცხელია, ტიბო კურტუა
Aa
Aa

„პსჟ დღეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“ - ტიბო კურტუა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, პსჟ ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სთედიუმზე“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა, 4:0 გაანადგურა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მძიმე მარცხის შემდეგ, მადრიდული გუნდის მეკარემ, ტიბო კურტუამ მედიასთან განვლილი მატჩი შეაფასა და „პარი სენ-ჟერმენი“ შეაქო.

რა თქვა კურტუამ:

„პარიზი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია! ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან და ყველა ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე თამაშობს. პრესინგს კარგად ახორციელებენ, ხაზს ძალიან მაღლა წევენ და თავისუფალ მოთამაშეს ყოველთვის პოულობენ, რითაც დიდ საფრთხეს ქმნიან. მათთვის ამდენი თავისუფალი სივრცის მიცემა დაუშვებელია. რთულია ასეთ დროს რამის დაპირისპირება. მატჩის ბედი პირველმა ორმა გოლმა გადაწყვიტა. ამ გოლების შემდეგ ისინი უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ჩვენ კი პირიქით“.

ცნობისთვის, მადრიდის „რეალმა“ 2024/25 წლების სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა. „სამეფო კლუბმა“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა 1/4 ფინალში, „არსენალთან“ მარცხით დაასრულა, ესპანეთის თასზე ფინალში „ბარსელონასთან“ დამარცხდა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშს კი პსჟ-სთან მარცხით დაემშვიდობა.

რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენს“, ლუის ენრიკეს გუნდს შანსი აქვს ისტორიული შედეგი დააფიქსიროს და ერთ სეზონში 4 ტიტული მოიგოს. კვირას, 13 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე, პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს მორიგი ტრიუმფი - კვარა საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
პსჟ-ს მორიგი ტრიუმფი - კვარა საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია