აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ჰაკიმი: რეალის დატოვება მე არ გადამიწყვეტია, პსჟ-ში ბედნიერი ვარ

აშრაფ ჰაკიმის განცხადებით, 5 წლის წინ ის მადრიდის „რეალის“ დატოვებას არ აპირებდა.

მაროკოელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად პსჟ-ს ღირსებას იცავს, 2020 წელს, „დორტმუნდში“ იჯარის შემდეგ, „ინტერს“ 43 მილიონ ევროდ მიჰყიდეს.

„რეალის“ დატოვება მე არ გადამიწყვეტია, ეს მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე ბედნიერი ვარ პსჟ-ში, რადგან აქ იმის კეთების საშუალებას მაძლევენ, რაც მომწონს: ვითამაშო და ვისიამოვნო“, - თქვა პარიზული კლუბის მცველმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალი „პარი სენ-ჟერმენი“ სწორედ „რეალს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში, ჰაკიმიმ 54 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 16 ასისტი მიითვალა. ის პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არაფრის ეშინია და ფენომენია“ | დევიდ უები LEquipe-ს კვარაზე ესაუბრა
„არაფრის ეშინია და ფენომენია“ | დევიდ უები LEquipe-ს კვარაზე ესაუბრა