ხვიჩა კვარაცხელია, ლუის დიასი
Aa
Aa

Anfield Watch: თუ დიასი წავიდა, ლივერპული ხვიჩას დამატებას შეეცდება

ბრიტანული გამოცემა Anfield Watch-ი, რომელიც „ლივერპულის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ „წითლების“ შემტევები - დარვინ ნუნიესი და ლუის დიასი დიდი ალბათობით „ენფილდს“ დატოვებენ, „მერსისაიდელებს“ აუცილებლად მოუწევთ შეტევის ხაზის გაძლიერება და ერთ-ერთ ვარიანტად ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი შეიძლება განიხილონ.

„ბარსელონა“ და „ბაიერნი“ ლუის დიასის დამატებას ცდილობენ და თუ ეს ტრანსფერი შედგა, „წითლები“ პსჟ-დან ხვიჩა კვარაცხელიას წაყვანაზე იფიქრებენ.

„ლივერპულს“ კოლუმბიელის გაყიდვა არ სურს, თუ კლუბი „სარფიან შეთავაზებას“ არ მიიღებს. „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია 70 მილიონ ევროდ გაყიდა და დიასის შემთხვევაშიც „ლივერპული“ სწორედ ამ თანხის მიღებას ვარაუდობს.

თუმცა, კვარაცხელიასა და დიასის შედარება ცოტათი გადაჭარბებულია: როგორც „ბარსელონასთვის“, ისე „ბაიერნისთვის“ კოლუმბიელი ნომერ პირველი სამიზნე არ ყოფილა, ისინი დიასს მხოლოდ სხვა მიმართულებით განცდილი წარუმატებლობის შემდეგ მიუბრუნდნენ - მას შემდეგ, რაც ნიკო უილიამსმა ბილბაოში დარჩენა გადაწყვიტა“, - წერს გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მაისური მქონდა, რომელსაც მარკერით გუტი დავაწერე“ - ხვიჩამ რეალის ლეგენდა გაიხსენა
„მაისური მქონდა, რომელსაც მარკერით გუტი დავაწერე“ - ხვიჩამ რეალის ლეგენდა გაიხსენა