შვეიცარიის პროკურატურა ნასერ ალ-ხელაიფისთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
Aa
Aa

შვეიცარიის პროკურატურა ნასერ ალ-ხელაიფისთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, L’Equipe Keystone-ATS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ შვეიცარიის პროკურატურამ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტისთვის, ნასერ ალ-ხელაიფისთვის თავისუფლების 28 თვით აღკვეთა მოითხოვა.

მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების სატელევიზიო ტრანსლაციების უფლებებთან დაკავშირებული სკანდალი გახლავთ. ხელაიფის გარდა, შვეიცარიელი სამართალდამცველები ფიფას ყოფილი მეორე პირის, ჟერომ ვალკეს დასჯასაც ითხოვენ და მას შესაძლოა, გისოსებს მიღმა 3 წლის გატარება მოუწიოს.

L’Equipe-ის ცნობით, 2003 წელს ალ-ხელაიფი, რომელიც beIN Media-ს პრეზიდენტიც გახლავთ, ვალკეს სარდინიაში ძვირადღირებული ვილის შეძენაში დაეხმარა. ეს კი მაშინ მოხდა, როცა beIN Media ფიფასთან მსოფლიოს 2026 და 2030 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მატჩების ჩრდილოეთ აფრიკაში და შუა აზიაში ტრანსლაციების უფლების მიღების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

როგორც ირკვევა, ალ-ხელაიფიმ ოფშორული კომპანიის დახმარებით ვილა 5.85 მილიონ დოლარად შეიძინა და მალევე იგი ვალკეს გადასცა. ბრალდებულები კი აცხადებენ, რომ ეს პირადი შეთანხმება იყო და მოლაპარაკებებთან საერთო არაფერი ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები