გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„საინტერესო პროფილი კლუბისთვის“ | კალიარი კვერნაძეზე სერიოზულად ფიქრობს

„ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის საკუთარი რიგებში ხილვა „კალიარის“ სურს. „როსობლუ“ მის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს და იტალიურმა გამოცემამ, Cagliarinews24-მა კლუბის პოზიცია გაასაჯაროვა.

„კვერნაძის ასაკი და უნარი, რომ ორივე ფლანგზე ითამაშოს, როდესაც საჭიროა, მას კალიარის სამომავლო გეგმებისთვის უნივერსალური და საინტერესო პროფილის მქონე მოთამაშედ აქცევს. მისდამი ინტერესი შემთხვევითობა არაა.

სარდინიული კლუბი პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეძებს, რომელსაც დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია და აქვს უნარი, გრძელვადიან პროექტში ინტეგრაცია გაიაროს. კალიარი მზადაა, კვერნაძეზე სერია A-ს მომდევნო სეზონში ფსონს ჩამოვიდეს და მისი ენერგიითა და გამარჯვების წყურვილით სარგებელი მიიღოს“, - წერს იტალიური გამოცემა.

2024/25 წლების სეზონში, კვერნაძემ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა და გიორგის „ფროზინონესთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი | Goal-ის ფავორიტები პირველი ტურის შემდეგ
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი | Goal-ის ფავორიტები პირველი ტურის შემდეგ