ანდრეას კრისტენსენი, რონალდ არაუხო, ჟოან ლაპორტა, ანსუ ფატი, ნიკო უილიამსი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

1 მილიარდიანი ბიუჯეტი, 7 ფეხბურთელის გაშვება - ბარსას მასშტაბური გეგმები

ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას“ ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. პრეზიდენტი ქომაგებს ჰპირდება, რომ უახლოეს წლებში კლუბს წინსვლა გარანტირებული აქვს.

„ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის გასაძლიერებლად. ჩვენ უკვე სტაბილურიდან პოზიტიურზე გადავედით.

ცხადია, რომ „ლა მასიას“ ფეხბურთელებს ეკონომიკური კვლევის მიხედვით ნულოვანი ღირებულება არ აქვთ. ლამინე, მაგალითად, მსოფლიო დონის მოთამაშეა. ყველა მათგანს აქვს ძალიან მაღალი საბაზრო ღირებულება. ასევე გარედან მოსულები, როგორიცაა დე იონგი ან პედრი, რაფინია და სხვები სხვა საფეხბურთო კულტურიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს მაღალი ეკონომიკური ღირებულება აქვს. ეს გვაძლევს გარანტირებულ აწმყოსა და მომავალს.

ეკონომიკური გაჯანსაღება ეფუძნება სტრატეგიულ გეგმას, რომელსაც სირთულეების მიუხედავად ვახორციელებთ. ამ სეზონში 980 მილიონი ევროს შემოსავალი გვექნება. ბიუჯეტი პირველად 1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ვალის შემცირებას ვცდილობთ და ვახერხებთ კიდეც. ამ სეზონში ჩვენ ბილეთების გაყიდვით 44 მილიონი ევროთი მეტი გამოვიმუშავეთ.

კომერციული კუთხით, Nike-თან კონტრაქტი გაფორმდა, რაც ყველაზე დიდი გარიგებაა, ამ სეზონში 280 მილიონი ევროს შემოსავლით. რაფაელ იუსტე, ვიცე-პრეზიდენტი, კარგად არის გათვითცნობიერებული სხვადასხვა საკითხებში და ვფიქრობდი, რომ ის იყო იდეალური ადამიანი Nike-თან საუკეთესო სპორტული კონტრაქტისთვის ისტორიაში. მან გააუმჯობესა ბარსას ვაჭრობა BLM-ით და მიაღწია ისტორიულ შემოსავლებს.

საერთაშორისო ასპარეზზე გასულ სეზონში 100 მილიონ ევროზე მეტი გამოვიმუშავეთ, ამ სეზონში კი 140-დან 150 მილიონამდე. მოხარული ვართ, რომ ეკონომიკური აღდგენის ამ ეტაპს ვხედავთ“,

- განაცხადა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა.

ამ ყველაფრის ფონზე კლუბს სურს, რომ ფეარ პლეის წესები მაქსიმალურად დაიცვას და სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აირიდოს. „ბარსელონა" ლა ლიგის წესების დასაცავად 7 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.

კატალონიელებმა „ესპანიოლის“ მეკარე ჟოან გარსია შეიძინეს და ახლოს არიან ნიკო უილიამსის გაფორმებასთანაც.

ლა ლიგის ფინანსური მოთხოვნებისა და 1:1-ის წესის შესასრულებლად კატალონიელები იმედოვნებენ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ანსუ ფატის, პაუ ვიქტორს, პაბლო ტორეს, ინაკი პენიას, ანდრეას კრისტენსენს და ორიოლ რომეუს გაყიდიან.

ტერ შტეგენს კლუბის დატოვება არ აქვს გეგმებში, ფატის ტრანსფერის თაობაზე „მონაკოსთან“ მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიდის, დანარჩენ ფეხბურთელებს კი კონკრეტული ვარიანტები ჯერ არ აქვთ.

„ბარსა“ არ გეგმავს მსხვილ გაყიდვას, მაგრამ რონალდ არაუხოს შემთხვევაში, თუ შესაბამისი წინადადება მიიღეს, კლუბი ამაზე დაფიქრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SPORT: სამაგალითო პროფესიონალი, ლიდერი და ბარსას მთავარი იმედი
SPORT: სამაგალითო პროფესიონალი, ლიდერი და ბარსას მთავარი იმედი