უსმან დემბელე, ლუის ენრიკე, ვიტინია
Aa
Aa

ენრიკე: ოქროს ბურთის მოგება პსჟ-ს ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თვლის, რომ ოქროს ბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის.

ესპანელ სპეციალისტს ოქროს ბურთის თაობაზე კითხვებს ხშირად უსვამენ - დემბელე, თუ ვიტინია? ან ვინ არის ზოგადად ფავორიტი - რაც ენრიკეს გაღიზიანებას იწვევს.

„ოქროს ბურთი არ მაინტერესებს, ინდივიდუალურ ჯილდოებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მესმის მთელი აჟიოტაჟი ოქროს ბურთის გარშემო. მესმის, ნორმალურია, რაც იყიდება. ყველა ირჩევს თავის მოთამაშეს, თავის ფავორიტს. დემბელეს გარდა ბევრი ფეხბურთელია, ვისაც გამარჯვება შეუძლია. პირადად ჩემი ფავორიტი უსმანია. და გამარჯვება ვიტინიასაც შეუძლია. ასევე აშრაფ ჰაკიმიც, ფაბიან რუისი და გუნდში სხვა მოთამაშეები, როგორებიც არიან მარკინიოსი, პაჩო, ნუნო მენდეში... ყველა ჩემი მოთამაშე. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, არ ვიცი, ვინ ვის მისცემს ხმას და არც მაინტერესებს.

მე ბევრად უფრო მჯერა იმის, თუ რას წარმოადგენს ჩვენი გუნდი, რას წარმოადგენს ფეხბურთში, გუნდის სიძლიერის, კლუბის სიძლიერის - აი ამის მჯერა მე. ასევე სასიამოვნოა ახალგაზრდა ფეხბურთელების გაცნობა, მათთან მუშაობა, რომლებსაც ხშირად აქვთ ძალიან მკაფიო ინდივიდუალური მიზანი, რომ ეს გუნდური სპორტია.

მე მჯერა, რომ ის, რასაც ჩვენი გუნდი გადმოსცემს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოქროს ბურთი, რომელიც ინდივიდუალური ჯილდოა. და, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ნამდვილად არ მაინტერესებს",

- განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა „ბოტაფოგოსთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პარიზელები მეორე ტურის შეხვედრა 20 ივნისს გამთენიისას (05:00) ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პასუხის გარეშე - ტრამპის კითხვამ იუვენტუსის ფეხბურთელები დააბნია
პასუხის გარეშე - ტრამპის კითხვამ იუვენტუსის ფეხბურთელები დააბნია