ვაწაძის და გრიგალაშვილის გოლები - ქართველების გამარჯვება დრამატულ მატჩში
უზბეკეთის სუპერლიგის მე-16 ტურში ''ბუნიოდკორი'' შინ აგმკ-სთან 2:3 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში კარგი მატჩი ჩაატარეს ელგუჯა გრიგალაშვილმა და მათე ვაწაძემ.
მე-15 წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში ელგუჯა გრიგალაშვილმა იაქტიურა, მისი გადაცემის შემდეგ მათე ვაწაძემ ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში 31 წლის ფორვარდმა სუპერლიგის მე-12 შეხვედრაში მეოთხე გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ვაწაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. 48-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა ''ბუნიოდკორის'' მეკარის შეცდომით ისარგებლა და აგმკ დააწინაურა. 30 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონშიც პროდუქტიულია. მან სუპერლიგის მე-11 შეხვედრაში მეხუთე გოლი ჩაიწერა აქტივში. ასევე, მის ანგარიშზეა 3 საგოლე პასი.
''ბუნიოდკორმა'' ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე აგმკ-მ გამარჯვების გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
უზბეკეთის სუპერლიგაში 16 ტურის შემდეგ აგმკ 33 ქულით მეორე ადგილზეა და შოთა არველაძის ''ფახთაქორს'' 8 ქულით ჩამორჩება.